ბიზნესი
10/09/2020

საქართველოში ყველის პირველი სკოლა მოსწავლეებს გაზახულზე მიიღებს

საქართველოში ყველის პირველი სკოლა მოსწავლეების მიღებას გაზახულზე დაიწყებს.

სივრცე კახეთის ტერიტორიაზე მოეწყობა და თეორიულ სწავლებასთან ერთად მსურველებს პრაქტიკულ უნარებსაც შეასწავლის. სკოლა ლაბორატორიული ინვენტარითაც აღიჭურვება.

სასწავლებლის შექმნის იდეა "საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდიის" თავმჯდომარეს ეკუთვნის. ანა მიქაძის განმარტებით, კორონავირუსის პანდემიამ სკოლის არსებობის აუცილებლობა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მისივე თქმით, პანდემიის პერიოდში მცირე მეწარმეები ყველის დაძველების ტექნოლოგიას არ ფლობდნენ, რის გამოც ერთის მხრივ დიდი ოდენობით პროდუქტი გაფუჭდა, მეორე მხრივ კი ფერმერებს წარმადობის შემცირება ან საერთოდ შეჩერება მოუწიათ.

გილდიაში ამბობენ, რომ საჭირო უნარების არსებობის შემთხვევაში ქართულ დავარგებულ ყველს მსოფლიო ბაზარზე დიდი პერსპექტივა ექნება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

George Grey Winery-ს ცისფერი ღვინო "კესანე" იაპონიაშიც გაიყიდება
03

29/09/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
04

30/04/2021
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
06

07/06/2022