ბიზნესი
30/05/2023

საქართველოში ყვავილების მოვლის შემსწავლელი სკოლა გაიხსნება

საქართველოში მცენარეების პირველი სასტუმრო „ბუტკო“ საგანმანათლებლო მიმართულების გაძლიერებას და ყვავილების მოვლის შემსწავლელი სკოლის გახსნას გეგმავს.

პროექტზე „ბიზნესპარტნიორს“ მცენარეების სასტუმროს თანადამფუძნებელი თამარ რაზმაძე ესაუბრა. მისი თქმით, სკოლა სავარაუდოდ შემოდგომაზე გაიხსნება და იქ მცენარეთა მოყვარულები რამდენიმედღიან საბაზისო კურსს გაივლიან.

„გვინდა, რომ მცენარეების მოყვარულებს შევასწავლოთ ყველა ის უნარი, რასაც ჩვენ ვფლობთ და მათ თავადვე შეძლონ მცენარის დარგვა, გადარგვა, შეწამვლა და ა.შ. მათ შორის, მცენარეთა მოყვარულები შეძლებენ, თავად გაუკეთონ მცენარეებს დიაგნოსტიკაც კი“,- აღნიშნა თამარ რაზმაძემ.

მისივე ინფორმაციით, საბაზისო კურსი ერთთვიანი იქნება. „როგორც იცით, ჩვენ ხშირად ვატარებთ სასწავლო "ვორკშოპებსაც" და შესაბამისად, ორიენტირებული ვართ, რომ ქვეყანაში მცენარეთა მოვლის შესახებ განათლების მიღება პოპულარული გახდეს. სწორედ ამ მიზნის გაგრძელება იქნება ამ სკოლის გახსნაც“, - განმარტა თამარ რაზმაძემ.

როგორც მცენარეების სასტუმრო “ბუტკოს“ თანადამფუძნებელი ამბობს, ამ ეტაპზე, გადაწყვეტილი არ არის, სად გაიხსნება ყვავილების მოვლის შემსწავლელი სკოლა, სავარაუდო ლოკაციად თბილისი და ტაბახმელა განიხილება.

ცნობისთვის, საქართველოში მცენარეების პირველი სასტუმრო „ბუტკო“ ტაბახმელაში მდებარეობს, სადაც არდადეგების, შვებულების თუ სხვა მიზეზით სახლიდან წასვლის პერიოდში, მომხმარებლები თავიანთ მცენარეებს მოსავლელად ტოვებენ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022