ბიზნესი
02/04/2021

საქართველოში პროტეინებისა და სხვა საკვები დანამატების წარმოება იწყება

„აწარმოე საქართველოში“ დახმარებით კიდევ ერთი ახალი ქართული საწარმო იწყებს წარმოებას, რომელშიც 2 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

„კომპავა ჯორჯიას“ სამხრეთ კავკასიის  მასშტაბით პროტეინებისა და სხვა საკვები დანამატების პირველი საწარმო თბილისში ცოტა ხნის წინ გაიხსნა.

კომპანია პროტეინებს, ამინომჟავებს, ვიტამინების კომპლექსებსა და სხვა საკვებ დანამატებს აწარმოებს.პროდუქტის დაფასოება 300 გრამიდან 5 კგ-მდე ქილებში ხდება, წარმოების მოცულობა კი წლიურად 40 ტონა საკვები დანამატია.

„კომპანიას კარგი გეგმები აქვს და უახლოეს პერიოდში საკუთარი ნაწარმის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს, პირველ რიგში მეზობელ ქვეყნებში, შემდეგი კი ახალი ბაზრების მოძიებასაც დაიწყებს. იმედი მაქვს, „კომპავა ჯორჯია“ მალე გაზრდის გაყიდვებას, რასაც მოყვება წარმოების სიმძლავრისა და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაც“, - განაცხადა საწარმოს მონახულებისას  ნათია თურნავამ.

,,კომპავა ჯორჯია“ სააგენტოს ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. საწარმო ასევე სარგებლობს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ქონების კომპონენტით, რაც მეწარმისთვის გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებით სახელმწიფო მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემას გულისხმობს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022