ბიზნესი
31/08/2020

საქართველოში პირველი აუთლეტ მოლი იხსნება

საქართველოში პირველი აუთლეტ მოლი იხსნება.

მოლში, რომელიც მარშალ გელოვანის N36-ში გაიხსნება, რამდენიმე აუთლეტ ბრენდს გააერთიანებს. ბრენდებს შორისაა "ატელიე აუთლეტი", "ნავნე", "კონტეინერი", "ქართველი დიზაინერები".

აუთლეტ მოლი 2 სექტემბერს 19:00 საათზე გაიხსნება. 

მოგეხსენებათ, რომ „ატელიე აუთლეტი“ საქართველოში ყველაზე დიდი აუთლეტის ქსელია, რომელიც 250-ზე მეტი ორიგინალი ბრენდის პროდუქციას აერთიანებს. ბრენდმა ქალაქში რამდენიმე მაღაზია უკვე დაკეტა და ახალ სივრცეში გადაინაცვლებს.