ბიზნესი
12/06/2020

საქართველოში ნავთობპროდუქტების მსხვილი იმპორტიორი ქვეყნები

საქართველოში ნავთობპროდუქტების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყანა კვლავ რუსეთია.

იანვარ-მაისში ქვეყანაში იმპორტირებული საწვავის 34,2% სწორედ რუსეთზე მოდის, საიდანაც საქართველოში საანგარიშო პერიოდში 136,6 ათასი ტონა ბენზინი და დიზელია შემოტანილი.

მეორე ადგილზეა რუმინეთი 73,4 ათასი ტონით (18,4%), აზერბაიჯანი - 65,3 ათასი ტონა (16,4%), თურქმენეთი - 46,7 ათასი ტონა (11,7%),ბულგარეთი - 31,6 ათასი ტონა (7,9%); საბერძნეთი -17,3 ათასი ტონა (4,3%), ყაზახეთი - 17,1 ათასი ტონა (4,3%), თურქეთი - 9,1 ათასი ტონა (2,3%) და სხვა.

სულ ქვეყანაში 5 თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 398,9 ათასი ტონა, რაც 5,3 ათასი ტონით ანუ 1,3%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (404,2 ათასი ტონა) შედარებით.

 

Businesspartner