ბიზნესი
12/10/2020

საქართველოში Maersk-ის სარკინიგზო პროდუქტების პორტფელი ფართოვდება

Maersk-ის სარკინიგზო პროდუქტების პორტფელი ფართოვდება - ჩინეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი ბლოკ–მატარებლის შემოსვლით.

პირველი მატარებელი 4 ოქტომბერს ჩინეთიდან ჩამოვიდა, რითაც ახალი სარკინიგზო კავშირი გაიხსნა საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთისთვის.  

A.P. Moller - Maersk-ში საქართველოს კომერციული წარმომადგენელი ირაკლი დანელიას თქმით, ეს პროექტი საქართველოს დაეხმარება გახდეს ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ხიდი.

”ბედნიერები ვართ, რომ ვმართავთ მატარებლების გადაზიდვას, რომელიც მთლიანად ემყარება კონტინენტურ რკინიგზას. სერვისი სპეციალურად ქართველი მომხმარებლებისთვის შეიქმნა და ვგეგმავთ მთელი კავკასიის რეგიონი მოვიცვათ. გარდა იმისა, რომ კიდევ ერთი კავშირი არსებობს აზიასა და ევროპას შორის, პროდუქტის შემდგომი გაფართოება ასევე გააძლიერებს საქართველოს როლს ახალი აბრეშუმის გზის განვითარებაში", - ამბობს ირაკლი დანელია.

Logistics Products–ის ხელმძღვანელი ნორა ლინი აღნიშნავს, რომ ეს ბლოკ-მატარებელი მნიშვნელოვანი ნაწილია Maersk-ის ინტერკონტინენტალური სარკინიგზო მომსახურების პორტფელში.

„ვხედავთ ტრანსპორტირების მზარდ მოთხოვნილებას ამ ეკონომიკურად და ეკოლოგიურად სუფთა საშუალებაზე, განსაკუთრებით COVID-19 პანდემიის დროს", - აღნიშნავს ნორა ლინი.  

ჩინეთ-საქართველოს პირველი ბლოკ–მატარებელი 2020 წლის 10 სექტემბერს წამოვიდა და 4 ოქტომბერს თბილისში 41 კონტეინერით ჩამოვიდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022