ბიზნესი
05/10/2020

საქართველოში ჩამოსვლა და დისტანციურად მუშაობა უცხო ქვეყნის 800-მდე მოქალაქეს სურს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის “იმუშავე საქართველოდან” ფარგლებში 27 აგვისტოდან 4 ოქტომბრის ჩათვლით სხვადასხვა ქვეყნის 800-მდე მოქალაქე დარეგისტრირდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, პროექტის ფარგლებში საქართველოს უკვე ეწვია აშშ-ის, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, უკრაინის, ახალი ზელანდიის, კანადის 83  მოქალაქე. ვიზიტორები საქართველოში ხანგძლივი პერიოდით დარჩებიან და დისტანციურად იმუშავებენ.

მიღებული აპლიკაციების კატეგორიების განაწილება შემდეგნაირია: 53% თვითდასაქმებული, 28% – სრულ განაკვეთზე დასაქმებული, ხოლო 19% – მეწარმე.“

პროექტის ფარგლებში რეგისტრირებული აპლიკანტები მოქალაქეობის მიხედვით 60-ზე მეტ სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ.

ტოპ ხუთეულში შემდეგი ქვეყნის მოქალაქეები მოხვდნენ:

o   რუსეთი – 28%

o   აშშ – 18%

o   ბელარუსი 6 %

o   დიდი ბრიტანეთი – 5%

o   უკრაინა – 5%

მიღებული განცხადებებიდან  უკვე დადასტურებულია 350-მდე დაინტერესებული პირის აპლიკაცია. არ დაკმაყოფილდა 80-მდე აპლიკაცია.

პროექტის ფარგლებში,  ქვეყანას – სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორები სტუმრობენ, რომელთა შერჩევის ერთ-ერთი საკვალიფიკაციო კრიტერიუმი საშუალო ყოველთვიური მინიმალური შემოსავალი 2,000 დოლარია.  

"ეს პროქტი გათვლია მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებზე და არა რაოდენობაზე, ამიტომ კრიტერიუმების შერჩევისას ერთ-ერთი მთავარი პირობაა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჰქონდეს თვეში მინიმუმ 2000 დოლარი  შემოსავალი, რომ განვიხილოთ აპლიკაცია.

ამ პროექტით ხელს ვუწყობთ უსაფრთხოდ ტურიზმის ამოქმედებას და კიდევ უფრო მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვას,“ - აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

“იმუშავე საქართველოდან“  პროექტის ფარგლებში საქართველოში ჩამოსვლის მსურველები წინასწარ სპეციალურ ფორმას ავსებენ  და დოკუმენტურად ადასტურებენ ქვეყანაში შემოსვლისთვის აუცილებელ პირობებს. გარდა ამისა, მათ საკუთარი სახსრებით სრულად უნდა უზრუნველყონ 8-დღიანი კარანტინის გავლა და ტესტირება. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
03

30/04/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
04

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
06

22/06/2022