ბიზნესი
20/03/2020

საქართველოში ანტისეპტიკური ხელის საწმენდი საშუალებების წარმოებაც დაიწყო

პირბადეებთან ერთად საქართველოში ანტისეპტიკური ხელის საწმენდი საშუალებების წარმოებაც დაიწყო. „პიელ ნატურალსი“ სპეციალურ სპრეის მომხმარებელს უკვე სთავაზობს.

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ანტისეპტიკური ხსნარის შეძენა მხოლოდ ონლაინ სივრცეში სახლიდან გაუსვლელად  არის შესაძლებელი.

გადაწყვეტილება კომპანიის წარმომადგენლებმა ვირუსის გავრცელების პრევენციული ზომებიდან გამომდინარე მიიღეს.

„პიელ ნატურალსში“ განმარტავენ, რომ მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს რადგან მარაგები საკმარისია და დეფიციტის შექმნის ალბათობა არ არსებობს.

კომპანია მომხმარებელს ანტისეპტიკური ხსნარს სხვადსხვა მოცულობებში სთავაზობს.

Businesspartner