ბიზნესი
04/10/2022

"საქართველოს უძრავი ქონება" $35 მლნ-ის ობლიგაციებს განათავსებს

„საქართველოს უძრავი ქონება“ (საინვესტიციო კომპანია საქართველოს კაპიტალის შვილობილი კომპანია)  $35 მლნ-ის ობლიგაციების განთავსებაზე აცხადებს (ნომინალი - $1 000 ). ეს ჯგუფის უკვე მე-7 განთავსებაა (2014 წლიდან). 7 ოქტომბერს დაგეგმილი განთავსებით, წინა ემისია დაიფარება, რომლის განაკვეთი 7.5% იყო.

ფულის გლობალური გაძვირების გათვალისწინებით, განაკვეთის დიაპაზონი გაზრდილია და ფასიანი ქაღალდების შემოსავლიანობა 7.5-8.5%-ის ფარგლებში მოიაზრება. ზუსტი განაკვეთი მოთხოვნის შესაბამისად დადგინდება.

„საქართველოს უძრავი ქონება“ საცხოვრებელ უძრავ ქონებას (m2) და სასტუმრო ბიზნესს (Amber ჯგუფი) აერთიანებს. "ემბერ ჯგუფი" ამ დროისთვის ფუნქციონირებად 3 სასტუმროს ფლობს - გუდაურსა (გუდაური ლოჯი) და 2 სასტუმროს თბილისში (Ramada by Wyndham Tbilisi და Ramada Encore, რომელიც დროებით დახურულია.

კომპანიას რამდენიმე მშენებარე პროექტის აქვს კახეთში, სვანეთში, სამეგრელოსა და ქუთაისში.

კომპანია ჩართულია „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში“. EBRD-ის დაფინანსებული პროექტის II ეტაპი დასრულდა. კაპიტალის ბაზრის წახალისების მექანიზმით სარგებლობა, რაც 100 000-200 000 -მდე საგრანტო დაფინანსებას გულისხმობს, 21 კომპანიას სურს, მათ შორის გამარჯვებულებმა შედეგები უკვე იციან და მოგვიანებით გასაჯაროვდება.

21 კომპანიას შორის არის „საქართველოს უძრავი ქონებაც“.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023