ბიზნესი
15/06/2021

"საქართველოს რკინიგზას" ტვირთბრუნვა გაეზარდა

„საქართველოს რკინიგზას“ ტვირთბრუნვა გაეზარდა.

იანვარ-აპრილში სარკინიგზო გზით 4 მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვა მოხდა, 400 ათასი ტონით მეტი 2020-ის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

მხოლოდ აპრილში კი, რკინიგზით 1 მლნ ტონაზე მეტი ტვირთია გადაზიდული.

საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა გაზრდილია. 4 თვეში სატრანსპორტო დარგებმა 12.6 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს, 400 ათასით მეტი ვიდრე შარშან.

 

Businesspartner