საქართველოს რკინიგზას შემოსავლები გაეზარდა
„საქართველოს რკინიგზას“ შემოსავლები გაეზარდა, ზარალი კი, მკვეთრად შეუმცირდა. კომპანიამ 2021 წლის ფინანსური მაჩვენებლები გაასაჯაროვა.
წლის პირველ კვარტალში რკინიგზის ოპერატორმა 127.866 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, წლიურ ჭრილში ზრდა 5.84 მლნ ლარია (+4.7%). გაზრდილია საოპერაციო მოგებაც, რაც სამ თვეში 38.2 მლნ ლარს შეადგენს.
რაც შეეხება პერიოდის ზარალს, ის 54.3 მლნ ლარია, 3.3-ჯერ ნაკლები 2020 წლის I კვარტალთან შედარებით (182.5 მლნ ლარი).
შემოსავლების სტრუქტურა 2021 წლის I კვარტალი
სატვირთო გადაზიდვები - 102.67 მლნ ლარი (93.88 მლნ)
ლოგისტიკური სერვისი - 17.69 მლნ ლარი, (13.11 მლნ)
სატვირთო ვაგონების სასაზღვრო დატვირთვა - 4.93 მლნ ლარი (4.94 მლნ)
ვაგონების გაქირავება - 1.219 მლნ ლარი (4.19 მლ)
სამგზავრო გადაყვანები - 0.767 მლნ ლარი (4.68 მლნ)
სხვა შემოსავალი - 0.588 მლნ ლარი (1.2 მლნ).
აღსანიშნავია, რომ პირველ კვარტალში, „საქართველოს რკინიგზას“ სატვირთო გადაზიდვების მაჩვენებლებიც გაზრდილი ჰქონდა.
2021 წლის პირველ სამ თვეში გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 7.3%-ით, შემოსავალი სატვირთო გადაზიდვებიდან კი 14%-ით გაიზარდა.
2021-ში 2020 წელთან შედარებით ნავთობპროდუქტების გადაზიდვა 33%-ით არის გაზრდილი, მისგან მიღებული შემოსავალი კი 42%-ით.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის პირველი კვარტლის შედეგები ბოლო 6 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.