ბიზნესი
23/02/2022

"საქართველოს რკინიგზა" წელს ტვირთბრუნვის 9%-იან ზრდას ელის

“საქართველოს რკინიგზა” წელს ტვირთბრუნვის ზრდის შენარჩუნებას ელის. 

კომპანიის გენერალური დირექტორის პროგნოზით, 2022 წელს ტვირთების ზრდა 8-9%-ის დიაპაზონში იქნება.

აღსანიშნავია, რომ რკინიგზაზე ტვირთბრუნვის ზრდა 3 წლიან ტრენდს ინარჩუნებს. გასულ წელს კომპანიას ტვირთები 9.6%-ით. 12.1 მლნ ტონამდე გაიზარდა.

დავით ფერაძე აღნიშნავს, რომ დადებითი მაჩვენებლები კომპანიას ევრობონდების მომგებიან რეფინანსირებაშიც დაეხმარა.

„3 წელი ზრდა იყო კომპანიაში, მაშინაც კი, როცა მსოფლიოში კოვიდი მძვინვარებდა. ეს იყო დადებითი ინდიკატორი და შევარჩიეთ სწორი მომენტი რომ ბონდების რეფინანსირება მოგვეხდინა“, -  განაცხადა „ბიზნესპარტნიორში სტუმრობისას „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ.