ბიზნესი
12/04/2021

"საქართველოს რკინიგზა" შემოსავლების 80%-ს სატვირთო გადაზიდვებიდან იღებს

„საქართველოს რკინიგზამ“ ფინანსური მაჩვენებლები გაასაჯაროვა.

კომპანიამ 2020 წელს 489.37 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, 1.67 მლნ ლარით ნაკლები 2019 წელთან შედარებით.

“საქართველოს რკინიგზის“ შემოსავალები / ზრდა / კლება წლიურ ჭრილში

სატვირთო გადაზიდვები - 389.3 მლნლარი (+4%)
ლოგისტიკური სერვისი - 54.1 მლნ ლარი, (+ 10.8%);
მგზავრთა გადაყვანა - 11.2 მლნ ლარი (-64%);
ვაგონების გაქირავება - 8.8 მლნ ლარი (- 45%);
სხვა შემოსავალი - 11.8 მილიონი ლარი (+ 69.9%).

გაზრდილია საოპერაციო მოგება 108.2 მლნ-დან 129.2 მილიონამდე, თუმცა ჯამში, „საქართველოს რკინიგზისთვის“ პანდემიური წელიც ზარალიანი იყო, ზარალის მოცულობა 164.9 მლნ ლარია, 2019 წელს არსებული 5.5 მილიონიანი ზარალის შემდეგ.

კომპნიის მენეჯმენტი მმართველობითი ანგარიშის დოკუმენტში ლარის კურსის მკვეთრ ვარდნაზე აკეთებს აქცენტს და აღნიშნავს, რომ ლარის კურსის ვარდნის გამო წმინდა უცხოური ვალუტის ზარალი 191.9 მლნ ლარია.

2020 წლის განმავლობაში რკინიგზით, 11.1 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდა, წლიურად ზრდა 200 ათასი ტონაა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022