ბიზნესი
23/03/2021

"საქართველოს რკინიგზა" სავაგონო პარკის განახლებას გეგმავს

2021 წელს „საქართველოს რკინიგზა“ 100 ახალი ვაგონის შეძენას გეგმავს.

სავაგონო და ელმავლების პარკის განახლების გეგმაზე კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

„2021 წელს დაგეგმილია, დაახლოებით, 100 ვაგონის შეძენა. გვინდა ამით დავიწყოთ ჩვენი სავაგონო პარკის გაჯანსაღება. ასევე ელმავლების პარკი უნდა გავაჯანსაღოთ, საუბარია 3 ელმავალსა და 6 თბომავალზე თავისი მოდერნიზაციით. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას - ლიანდაგს, ელექტროენერგიით მომარაგებას თუ კავშირგაბმულობას, ეს ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს, არ აქვს მნიშვნელობა ტვირთი არის თუ არ არის“, - განაცხადა დავით ფერაძემ.

სარკინიგზო კომპანიის ხელმძღვანელმა სარკინიგზო დერეფნის გაციფრულების გეგმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესი თეორიულ დონეზე უკვე დაწყებულია, თუმცა აქ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ დერეფნის მონაწილე ქვეყნების აქტიური ჩართულობა.

„ვმუშაობთ მეზობელ ქვეყნებთან. თუ საქართველომ პროცესი დანერგა და იქ არ ჩაერთო აზერბაიჯანი და სხვა ქვეყნები, ამას ფასი არ ექნება, იმიტომ რომ უნდა მოხდეს დერეფანში პროცესების სინქრონიზაცია. პირველი ეტაპი, უხეში გათვლებით დაჯდება 5-6 მლნ ლარი, თუმცა პროცესს უნდა დავაკვირდეთ. იმედია დიჯიტალიზაციის პროცესში ჩაერთვება ყაზახეთი და კასპიის ზღვის სხვა პორტებიც“, - განაცხადა დავით ფერაძემ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022