ბიზნესი
16/11/2020
საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა გაიზარდა, საკონტეინერო გადაზიდვებში კლებაა
საქართველოს პორტების ტვირთბრუნვა გაეზარდა, თუმცა საკონტეინერო გადაზიდვები კლებას აჩვენებს.
იანვარ-სექტემბერში ქართულ ნავსადგურებში 12.7 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს, 100 000 ტონით მეტი ვიდრე შარშან. საკონტეინერო გადაზიდვებში კი, 18.5%-იანი კლებაა. თუ შარშან 9 თვეში დერეფანში 459 552 კონტეინერი იყო გადამუშავებული, წელს ეს მაჩვენებელია - 374 379 TEU.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უმსხვილეს პორტს ტვირთებში შემცირებული აქვს. იანვარ-სექტემბერში ფოთი პორტმა 5.6 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავა, კლება 0.8 მლნ ტონაა.
ბათუმის პორტში ზრდაა, 2.3 მილიონიდან 2.7 მილიონამდე. ზრდაა ყულევისა და სუფსის ტერმინალებში, სადაც შესაბამისად, 1.3 მლნ ტონა და 3.1 მლნ ტონა ტვირთი გადამუშავდა.