ბიზნესი
29/07/2020
საქართველოს ნავსადგურებიდან ნავთობის გადაზიდვა გაიზარდა
საქართველოს ნავსადგურებიდან გამავალი ნავთობის მოცულობა გაიზარდა.
6 თვის მონაცემებით, ყველაზე მაღალი ზრდა 32% ყულევის ტერმინალში ფიქსირდება, ყველაზე მეტი ნავთობი კი, სუფსის ტერმინალიდან გადაიზიდება.
საქართველოს ნავსადგურებიდან გამავალი ნავთობის რაოდენობა:
ბათუმის პორტი - 506 815 ტონა (+14%)
ფოთის პორტი - 250 657 ტონა (+ 12%)
ყულევის ნავთობტერმინალი - 979 752 ტონა (+32%)
სუფსის ნავთობტერმინალი - 2 102 838 ტონა (+16%)