ბიზნესი
28/01/2021

საქართველოს მალე პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამა ექნება

პლასტმასის არამდგრადი მართვის შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის შესამცირებლად საქართველოში სპეციალური პროგრამა შეიქმნება. დოკუმენტი გამოკვეთავს მიზნებსა და ქმედებებს, რომლებიც პლასტმასის ღირებულებათა ჯაჭვში არსებული გამოწვევების დასაძლევად იქნება მიმართული.

ეროვნული პროგრამის შექმნა ნარჩენების მართვის ეროვნული კანონმდებლობითა და სტრატეგიული დოკუმენტებით არის განსაზღვრული.

ეროვნული პროგრამა გაითვალისწინებს პლასტმასის პროდუქტების როგორც წარმოების, ასევე მოხმარების პროცესს და დაიგეგმება შესაბამისი საქმიანობები.

დოკუმენტზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო CENN-თან თანამშრომლობით და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით იმუშავებს.

 

 

 

 

Businesspartner