საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი საერთაშორისო კომპანია ASBC გახდა
ASBC არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც IT სექტორში ნერგავს სერვისებსა და პროდუქტებს. კომპანია მუშაობს 3 ბიზნეს მიმართულებით, როგორიცაა კორპორატიული ბიზნესი, საცალო ბიზნესი და ელექტრონული კომერცია.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს კომპანიამ საქართველოში დაიწყო Apple პროდუქტის რეალიზაციის ახალი გამოცდილების შექმნა iSpace | Apple Premium Reseller მაღაზიების დახმარებით.
კომპანიის მიზანია, Apple-თან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილებით მიღებული უნარების საშუალებით, დაეხმაროს კომპანიებს Apple-ის მოწინავე გადაწყვეტების დანერგვაში. შესაბამისად, ASBC-ს ტექნოლოგიებისა და IT გადაწყვეტების ფართო არჩევანი იდეალურად ერგება და აკმაყოფილებს ყველა შესაძლო მოთხოვნას და მომხმარებელს სთავაზობს პრობლემების გადაჭრის საუკეთესო გზებს.
„მივესალმებით ASBC-ის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებში. ASBC IT სექტორში ერთ-ერთ მოწინავე კომპანიაა და ჩვენ კარგად ვიცნობთ მათ ბიზნეს პრაქტიკას და წარმატებულ პროექტებს. თანამედროვე ტექნოლოგიები ამ საუკუნის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულებაა და მოხარულნი ვართ, რომ ეს სექტორი კიდევ უფრო აქტიურად იქნება წარმოდგენილი საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ - განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.