საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ საჯავახოში ფერმა აშენდა
საქართველოს ბანკი სოფლის მეურნეობის წახალისებას აგრძელებს. ბანკთან თანამშრომლობით სამტრედიის რაიონში, სოფელ საჯავახოში საქონლის ფერმა აშენდა.
პროექტის მხარდასაჭერად ბანკის მხირად 60,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსება 30 სულზე გათვლილ, კაპიტალური ფერმისა და დამხმარე შენობა-ნაგებობის აშენებას მოხმარდა. ფერმერი აწარმოებს ყველს და ხორცს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასევე ფუნციონირება დაიწყო რესტორანმა, რომელიც მიმდინარე წლის იანვრიდან სტუმრებს წარმოებული რძითა და ხორცით უმასპინძლდება. მეწარმე უახლოეს მომავალში ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოვებას და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მაღაზიის გახსნასაც გეგმავს.
„მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით სამტრედიაში სოფლის მეურნეობა კიდევ უფრო ვითარდება. საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის მხარდაჭერა ერთერთი უცვლელი პრიორიტეტია. ამჯერად ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით სამტრედიაში საქონლის ფერმა და სასაუზმე რესტორანი გაიხსნა. მიგვაჩნია, რომ ასეთი ინიციატივების მხარდაჭერა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც აგრო სექტორის, ასევე რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.