ბიზნესი
05/10/2020

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ შემოსავლების პროგნოზი 42%-ით შეკვეცა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ პანდემიის გამო მისაღები შემოსავლების პროგნოზი 42%-ით შეკვეცა. 2020 წელს კომპანია 34.2 მლნ ლარის ამონაგებს ელის, ნაცვლად წლის დასაწყისში დაგეგმილი 81.2 მილიონისა.

კომპანიის ამონაგების უდიდესი ნაწილი დამოკიდებულია რეგულარულ სამგზავრო ფრენებზე, შესაბამისად, რადგანაც ფრენები მინიმუმამდეა შემცირებული კომპანიას ბიზნეს გეგმის დაკორექტირება მოუწია.

პანდემიამ დააზარალა საქაერონავიგაციაც, სადაც ფრენების 89%-იანი ვარდნაა. კომპანიას 2019 წელს 76.1 მლნ ლარის ბრუნვა ჰქონდა, წელს კი, ავიაკომპანიებისთვის საჰაერნაოსნო მომსახურების გადასახდელების გადავადების გამო, კი, კომპანია ფაქტობრივად ვეღარ იღებს შემოსავალს. პანდემიით გამოწვეული კრიზისის გავლენის შემცირებისა და ლიკვიდურბის შენარჩუნებისთვის „საქაერონავიგაციას“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)  10 მილიონი ევროს სესხი გამოუყო.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
03

30/04/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
04

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
06

22/06/2022