ბიზნესი
05/09/2020

საქართველო საკონტრეილერო გადაზიდვების  წახალისებას გეგმავს

საქართველო საკონტრეილერო გადაზიდვების  წახალისებას გეგმავს, - შესაბამისი კანონმდებლობის მიღება პარლამენტის საშემოდგომო სესიაზეა დაგეგმილი.

ახალი მულტიმოდალური გადაზიდვებით,  საქართველოს დერეფანში შემოსული სატვირთო ავტომობილების და მისაბმელების ტრანსპორტირება სპეციალიზირებული სარკინიგზო პლატფორმების გამოყენებით მოხდება. ამასთან, ასეთი ავტომობილები მიუხედავად იმისა, რომ ახორციელებს სატრანზიტო გადაზიდვას, გზათსარგებლობის საფასურის გადახდისგან გათავისუფლდება.

ამ გზით მთავრობა საავტომობილო ინფრასტრუქტურის ცვეთის, საგზაო შემთხვევების და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას გეგმავს.

საქართველო სატრანზიტო ავტოგადაზიდვებიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარის შემოსავალს იღებს. მაგალითად, 2020 წლის 7 თვეში გზათსარგებლობის საფასური 33,273,481 ლარი იყო. 2019 წელს 59.6 მლნ იყო, ხოლო 2018 წელს 39.1 მლნ.

საკონტრეილერო გადაზიდვების დაწყება ფორსირებულად განიხილება რკინიგზაშიც. სავარაუდოდ, ბათუმსა და რუსთავში მოეწყობა ტერმინალები, სადაც განხორციელდება სატრანზიტო საავტომობილო გზავნილების საკონტრეილერო პლატფორმებზე დატვირთვა და გადაზიდვა ორივე მიმართულებით.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

George Grey Winery-ს ცისფერი ღვინო "კესანე" იაპონიაშიც გაიყიდება
03

29/09/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
04

30/04/2021
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
06

07/06/2022