ბიზნესი
10/06/2020

საქართველო, როგორც საინვესტიციო ლოკაცია - კონსულტანტები ქვეყანას სექტემბერში ეწვევიან

საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები საქართველოს სექტემბერში ეწვევიან.

კონსულტანტები გაეცნობიან საქართველოს საინვესტიციო გარემოს, შეხვდებიან საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს.

ამ მიზნით მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებიდან 50-მდე საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტი უკვე შერჩეულია და დაიწყო მჭიდრო კომუნიკაცია.  

საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტი კომპანიები ამზადებენ ქვეყნების და კონკრეტული ლოკაციების საინვესტიციო პროფილებს და პოტენციურ ინვესტორებს დახმარებას უწევენ მომავალი საინვესტიციო ადგილების შერჩევაში.

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებთან თანამშრომლობა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, სააგენტომ „აწარმოე საქარართველოში“ მოახდინა 50-მდე საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტის იდენტიფიცირება და მათთან მჭიდრო კომუნიკაცია დაიწყო. შედეგად, ჩვენ უკვე გვაქვს მათი ნაწილის მხრიდან მზაობა, რომ სექტემბერში, ბუნებრივია პანდემიის ვითარების გათვალისწინებით, ისინი საქართველოს ეწვევიან და ადგილზე გაეცნობიან ჩვენი ქვეყნის საინვესტციო მიმზიდველობას. ნაწილთან კი აქტიურ რეჟიმში ხდება ონლაინ შეხვედრების გამართვა“, - აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტროში.

 

Businesspartner