ბიზნესი
18/03/2021
საქართველო ევროკავშირს ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის მოწყობაში დახმარებას სთხოვს
საქართველო ევროკავშირს ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის მოწყობაში დახმარებას სთხოვს. საქმე ეხება იმ პროდუქტიის ტესტირებას, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნეს საწარმოებს ექსპორტზე ევროკავშირის ბაზარზე გააქვს.
"ჩვენ ევროკავშირს გავაცანით ის პრობლემები, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს აქვს ხარისხის შესატყვისობის რეგულაციების დანერგვაში. თუნდაც, ლაბორატორიულ ტესტებთან დაკავშირებით. ჯერჯერობით ჩვენი ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა არ არის იმ დონის, რომ ყველა აუცილებელი ტესტი გაკეთდეს. ვთხოვეთ დახმარება, რომ ჩვენთან ადგილზე გაიმართოს ლაბორატორიები და მცირე ბიზნესს არ უწევდეს სინჯების გაგზავნა საზღვარგარეთ და ეს არ აძვირებდეს ამ პროცესს",- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.