ბიზნესი
23/03/2020
საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სამგზავრო გადაყვანა იზღუდება
საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სამგზავრო გადაყვანა იზღუდება, – გადაწყვეტილება უწყებათშორისმა კომისიამ მიიღო.
პრემიერის პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის თქმით, იზღუდება ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, მათ შორის მატარებლით სამგზავრო გადაზიდვები.
შეზღუდვა დღის ბოლოდან ამოქმედდება.