ბიზნესი
24/08/2020

საქაერონავიგაცია EBRD-ისგან 10 მლნ ევროს მიიღებს

„საქაერონავიგაცია“  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) 10 მლნ ევროს ფინანურს რესურსს მიიღებს.

EBRD-იმ სესხი უკვე ოფიციალურად დაამტკიცა და მისი მიზანი სახელმწიფო კომპანიისთვის COVID-19 კრიზისის გავლენის შემცირება, დრობითი შოკის გადალახვა და ლიკვიდურობის შენარჩუნებაა.

სესხი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის მხარდაჭერის პროგრამის (VISP) ფარგლებში COVID-19 სოლიდარობის პაკეტის შესაბამისად გამოყო.

საქაერონავიგაცია სახელმწიფოს საკუთრებაში არესუბული კომპანიაა. ის ქვეყნის  აეროპორტების აფრენა-დაფრენის ზონაში საჰაერო მოძრაობის მომსახურება და ფრენის უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს.