ბიზნესი
02/03/2023

"საირმე მინერალ ვოთერსის" თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ

"საირმე მინერალ ვოთერსის" თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ.

"ჩვენ, „საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლები, ვთანხმდებით და ერთხმად ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით გაფიცვას, ვმუშაობთ და ვაპირებთ მუსაობის გაგრძელებას, რაშიც რაშიც ხელს გვიშლის პირადად გიორგი დიასამიძე და გაფიცული თანამშრომლების გაკრვეული ნაწილი.

გვინდა ყველას გავაგებინოთ, რომ პროვოკაციის მიზნით, გიორგი დიასამიძე და ჩვენი თანამშრომლების ნაწილი, ვინც გაფიცულია, სპეციალურად კეტავენ გზებს, რადგან საწარმოდან არ მოხდეს პროდუქციის ტრანსპორტირება. ისინი ასევე ხელს გვიშლიან  საწარმოში შესვლაში, გვაყენებენ   სიტყვიერ შეურაცხყოფას და დაჟინებით გვთხოვენ, რომ არ გავაგრძელოთ მუშაობა. არის შემთხვევები, როდესაც ადგილი აქვს დაშინებას, მუქარას  და ზოგიერთი თანამშრომელი იძულებულია დარჩეს სახლში, რომ თავი აარიდოს კონფლიქტს, დაპირისპირებას.

ჩვენ ვთვლით,  გაფიცვის ორგანიზატორის, გიორგი დიასამიძის ინტერესი საწარმოო პროცესის სრულად შეწყვეტაა და არა - გაფიცულების ინტერესების დაცვა, რაც კარგად ჩანს მის განცხადებებში და ქმედებებში.  ქარხნის გაჩერებით დაზიანდება არა მხოლოდ კომპანია, არამედ ჩვენც, ვინც აქ ვართ დასაქმებულები.

ჩვენ, თანამშრომლები, რომლებიც არ ვუერთდებით გაფიცვას და ვაგრძელებთ მუშაობას, ვემიჯნებით ყოველგვარ პროვოკაციულ ქმედებას და იმ ცრუ ინფორმაციებს, რაც კომპანიის მისამართით მიზანმიმართულად ვრცელდება და მოვუწოდებთ გაფიცულ თანამშრომლებს კომპანიასთან მოლაპარაკებისკენ. არ უნდა დავუშვათ, რომ საწარმოო პროცესი გაჩერდეს ერთი კონკრეტული ადამიანის ინტერესების გამო", - ნათქვამია განცხადებაში.