ბიზნესი
07/03/2023

"საირმე მინერალ ვოთერსის" ოფიციალური განცხადება

შპს „საირმე მინერალ ვოთერსი“  ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, გიორგი დიასამიძეს შეცდომაში შეყავდა შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“   თანამშრომლები და არ აწვდიდა მათ ინფორმაციას კომპანიის შეთავაზებებზე

"კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას და მიგვაჩნია, რომ გაფიცვის ორგანიზატორის, გიორგი დიასამიძის ინტერესი საწარმოო პროცესის სრულად შეწყვეტაა და არა  გაფიცულების ინტერესების დაცვა, რაც კარგად ჩანს მის განცხადებებსა და ქმედებებში.

მას გამიზნულად შეყავდა შეცდომაში  შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლები  და არ აწვდიდა სრულ ინფორმაციას კომპანიის შეთავაზებებზე, რაც გაფიცულ თანამშრომლებთან კომუნიკაციის შედეგად აღმოვაჩინეთ,"-აღნიშნულია განცხადებაში. 

კომპანიის განმარტებით, გიორგი დიასამიძე მოქმედებს პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, დღესაც ინარჩუნებს რადიკალურ პოზიციას. ამის დასტურია დღევანდელი აქცია თბილისში, ყურადღების მიქცევის მიზნით, სწორედ, გამწვავებული პოლიტიკური ვითარების  ფონზე დაგეგმა.

დიასამიძე კვლავნდებურად განაგრძობს არასწორი ინფორმაციის გავრცელებას. გაფიცულ თანამშრომლებს არწმუნებს, რომ სწორედ მასთან მოლაპარაკების შედეგია იანვრის ხელფასის დაფარვა, რაც მტკნარ სიცრუეს წარმოადგენს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ხელფასების გაცემა ვერ ხერხდებოდა სწორედ იმ ფინანსური კრიზისის გამო, რაც გიორგი დიასამიძისა და მისი გავლენის ქვეშ მოქცეული გაფიცული თანამშრომლების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებმა განაპირობა. ის რომ დღეს ჩვენ ხელფასების გადახდა შევძელით, არის მხოლოდ და მხოლოდ პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერის შედეგი და ჩვენი კეთილი ნება. გარდა ამისა, როგორც აღმოჩნდა, ის მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდა გაფიცულებისთვის  არ მიეწოდებინა სრული ინფორმაცია კომპანიის შეთავაზებებზე, რაც თავის დროზე მოლაპარაკებების  საწყის ეტაპზევე იყო. ვფიქრობ, ეტაპობრივად გაფიცულებისთვისაც თვალსაჩინო ხდება, რომ მისთვის მთავარია პირადი ინტერესები და  არა მათი პოზიციების დაცვა,“ - აცხადებენ კომპანიაში.

შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“  ადგილობრივი ხელმძღვანელობა მუდმივად ცდილობდა  მოლაპარაკებებს გაფიცულ თანაშრომლებთან,  გიორგი დიასამიძესა და მისი გავლენის ქვეშ მოქცეული კომპანიის რამდენიმე თანამშრომლის გარეშე.

კომპანიის ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ხელმძრანელობა მომავალშიც გამოთქვამს  მათთან მოლაპარაკების მზაობას, თუმცა ერთადერთ პირობად კვლავ გიორგი დიასამიძის გარეშე დიალოგი რჩება.