საერთაშორისო ლოკაციების მენეჯერები საქართველოს სექტემბერში ეწვევიან
საერთაშორისო ლოკაციის მენეჯერების მორიგი ვიზიტი საქართველოში სექტემბერში იგეგმება. ღონისძიებისთვის მზადებაზე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილემ „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.
„შარშან დავიწყეთ ლოკაციების მრჩევლებთან ერთად მუშაობა და უკვე დაგეგმილია კიდევ ერთი ვიზიტი, რომელსაც ჩვენ ვამზადებთ სექტემბრისთვის. ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი იქნება. უკვე 10-მდე კომპანიამ შეძლო ჩამოსვლა ქვეყანაში. კიდევ 15-ის მობილიზება უნდა მოხდეს წლის განმავლობაში“, - განაცხადა თორნიკე ზირაქიშვილმა.
2020 წლის სექტემბერში საქართველომ საერთაშორისო ლოკაციის მენეჯერების ერთ ნაკადს უკვე უმასპინძლა. სკაუტებს საქართველოს ბიზნესგარემო და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი გააცნეს.
„ეს არის ის ხალხი, რომლებიც ყველაზე მსხვილ ინვესტორებს აძლევენ რჩევებს, რომელ ქვეყანაში ჩადონ ინვესტიცია. ეს არის ძალიან დახურული წრე, საუბარია 40 ტოპ წარმატებულ კომპანიაზე“, - განმარტავენ სააგენტოში