ბიზნესი
15/02/2021
სადაზღვევოებს მფლობელთა გასაჯაროება მოუწევთ
სადაზღვევო კომპანიებს 1 აპრილიდან მფლობელთა შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულება ექნებათ.
გაზაფხულიდან მზღვეველები ვალდებულნი იქნებიან მარეგულირებელს მათი აქციების 10%-ის ან 10%-ზე მეტის უშუალო მესაკუთრის და ასევე ბენეფიციარი მფლობელის შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს.
ამ ინფორმაციას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური საკუთარ ვებ - გვერდზე გამოაქვეყნებს, რის შემდეგაც საჯარო იქნება იმ იურიდიული თუ ფიზიკური პირების შესახებ ინფორმაცია, ვინც ამა თუ იმ სადაზღვევო კომპანიაში 10%-ს ან მეტს ფლობს.