სადაზღვევო სექტორის შედეგებს წლის ბოლომდე დააკვირდებიან
პარალამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე სადაზღვევო სექტორის 6 თვის პოზიტიურ მაჩვენებლებზე აცხადებს.
თუმცა ირაკლი კოვზანაძე ამბობს, რომ შედეგებისთვის წლის ბოლომდე სიფრთხილით დაკვირვებაა საჭირო.
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე 2020 წლის 6 თვის შედეგები განიხილეს, ისაუბრეს რა გავლენა მოახდინა პანდემიამ სადაზღვევო ბაზარზე და რა გამოწვევების წინაშეა დღეს სადაზღვევო სექტორი.
სხდომაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა საბჭოს წევრებს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის ანგარიში და სამომავლო გეგმებიც გააცნო.
საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის (Twinning – Capacity building of Insurance State Supervision Service of Georgia – Solvency II) მიმდინარეობის შესახებ.
შეხვედრას სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე, ასევე დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი ესწრებოდნენ.