ბიზნესი
14/12/2022

სადაზღვევო ინდუსტრიამ 9 თვე ₾35 მლნ-იანი მოგებით დაასრულა

სადაზღვევო ინდუსტრიამ 9 თვე 35 მილიონ ლარიანი მოგებით დაასრულა, წლიური ზრდა 9%-ია.

ბაზარზე მოქმედმა კომპანიებმა 704 მლნ ლარზე მეტი პრემია მოიზიდეს, ანაზღაურებული ზარალის მოცულობა კი 350 მლნ ლარამდეა. ქვეყანაში სულ 18 სადაზღვევო კომპანია საქმიანობს, მოზიდული პრემიის მიხედვით ჯიპიაი ჰოლდინგი ლიდერობს, მეორე ადგილზე კი თიბისი დაზღვევაა.

სადაზღვევო პროდუქტებში ყველაზე პოპულარული სამედიცინო დაზღვევაა და მისი წილი სადაზღვევო პორტფელში 42%-მდეა, მთლიანობაში სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 18% სარგებლობს.

მეორე ადგილზე ავტოდაზღვევაა, თუმცა ამ პოზიციის მიუხედავად მთლიანობაში ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების 7%-ია მხოლოდ დაზღვეული.

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1,152 მლრდ ლარს, ხოლო კაპიტალი 341,5 მილიონ ლარს.