ბიზნესი
15/10/2020
სადაზღვევო ინდუსტრია COVID-19-ის მართვაში ჩასართავად მზად არის - იმედი L
კერძო სადაზღვევო სექტორი COVID-19-ით ინფიცირებულ საკუთარ ბენეფიციარებს დისტანციურად, ოჯახის ექიმის სერვისით მოემსახურება.
როგორც სადაზღვევო კომპანია „იმედი L”-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, კომპანიები პროცესში ჩასართვად მზად არიან, თუმცა სჭირდებათ სამინისტროსგან დამატებითი ინსტრუქტაჟი.
„ჩემი სადაზღვევო კომპანიის სახელით შემიძლია ვთქვა რომ ჩვენ გვაქვს რესურსი წვლილი შევიტანოთ COVID-19-ის მართვის გამართულად განხორციელებაში. თუმცა უნდა გავეცნოთ პროტოკოლს, რომელსაც უახლოეს პერიოდში ჯანდაცვის სამინისტრო მოგვაწვდის. ჩვენი ოჯახის ექიმები დისტანციურად მოემსახურებიან იმ ინფიცირებულ დაზღვეულებს, რომლებსაც ჰოსპიტალში მკურნალობა არ სჭირდებათ,“ - განმარტა იმედი L-ის გენერალურმა დირექტორმა გივი გიორგაძემ.