ბიზნესი
19/01/2021

საავტომობილო გადაზიდვების ხარჯზე გაზრდილი ტვირთბრუნვა

საავტომობილო ტვირთების ზრდის ფონზე საქართველომ ტვირთბრუნვის ზრდა შეინარჩუნა.

11 თვეში საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვამ 38.4 მლნ ტონა ტვირთი შეადგინა, წლიურ ჭრილში ზრდა 0.3 მლნ ტონაა.

გადაზიდული ტვირთები:

საავტომობილო - 28.6 მლნ ტონა (+0.3 მლნ)

რკინიგზა - 9.8 მლნ ტონა (+0 ტონა)

ავიაცია - 17.6 ათასი ტონა (-5.2 ათასი)

ქართულ პორტებში ტვირთბრუნვის კლებაა. 11 თვის მონაცემებით, საქართველოს ნავსადგურებში 15.5 მლნ ტონა ტვირთი გადამუშავდა, 0.3 მლნ ტონით ნაკლები 2019 წლის 11 თვესთან შედარებით.

ყველაზე დიდი კლება ფოთის პორტშია. საქართველოს უმსხვილეს პორტში ტვირთები 1.1 მლნ ტონით შემცირდა და იანვარ-ნოემბერში 6.8 მლნ ტონა შეადგინა.

Businesspartner