ბიზნესი
08/10/2020

"რუსთავის აზოტმა" ლარის გაუფასურებისა და ფასების შენარჩუნების გამო ₾1მლნ დაკარგა

კორონა ვირუსის პანდემიამ ზარალის გარეშე ეკონომიკური საქმიანობის თითქმის არც ერთი მიმართულება დატოვა. გამონაკლისი არც მძიმე მრეწველობა აღმოჩნდა. გლობალური ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული რყევების გამო "რუსთავის აზოტმა" მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე მილიონი ლარის შემოსავალი ვერ მიიღო.

„ჩვენი აზოტოვანი სასუქი სეზონური პროდუქტია. საქართველოში სეზონის პიკი არის მარტი-ივნისია. გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა, რეგიონში შექმნილმა მდგომარეობამ ლარის კურსზე საკმაოდ დიდი გავლენა იქონია სწორედ გაზაფხულის პერიოდში. დავდექით ასეთი გამოწვევის წინაშე - რეალობა, ეროვნული ვალუტის კურსის ცვალებადობის გამო, შიდა ბაზარზე ფასის გაზრდას მოითხოვდა. თუმცა გადავწყვიტეთ, ფასი არ გაგვეზარდა და შეგვენარჩუნებინა შარშანდელი და შარშანწინდელი მაჩვენებლები. ჩვენ შიდა ბაზარზე დაახლოებით მილიონი დოლარის მიუღებელი შემოსავალი ვნახეთ, ანუ ვერ მივიღეთ დაახლოებით მილიონი ლარის შემოსავალი. თუმცა ეს ჩვენი შეგნებული გადაწყვეტილება იყო. ქართველი ფერმერებისთვის შეღავათის გაწევა გვსურდა“,- განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ "რუსთავის აზოტის" დირექტორის პირველმა მოადგილემ, ლევან ბურდილაძემ.