რუმინეთსა და საქართველოს ინტერნეტ კაბელით Diamond Link Global-ი დააკავშირებს
საქართველოს კიდევ ერთი წყალქვეშა ინტერნეტ კაბელი ექნება. ის რუმინეთიდან ფოთამდე წამოვა და სერვისს ინტერნეტ პროვაიდერებს, სავარაუდოდ 2022 წლიდან შესთავაზებს.
რუმინეთსა და საქართველოს ინტერნეტ კაბელით Diamond Link Global Cable-ი დააკავშირებს.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 35 მილიონი დოლარია. მას ამერიკელი ინვესტორების დახმარებით კავკასუს ონლაინის ყოფილი მესაკუთრე მამია სანადირაძე ახორციელებს.
როგორც მამია სანადირაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, ინვესტიციების დიდ ნაწილს ფარავს აშშ-ს ექსპორტ-იმპორტ ბანკი Exim Bank-ი, დანარჩენს კი ამერიკელი პარტნიორი.
საპროექტო სამუშაოები უკვე აქტიურ ფაზაშია და უშუალოდ კაბელის მშენებლობის დაწყებას უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ. სამუშაოების შემსრულებლად კომპანია საბ ქომია შერჩეული. ეს უკვე მეორე წყალქვეშა ოპტიკურ - ბოჭკოვანი კაბელი იქნება, რომელიც შავი ზღვის გავლით შემოიტანს ქვეყანაში ინტერნეტს, რაც ქვეყნის ინტერნეტ ბაზარზე ვიარებას შეცვლის.
მამია სანადირაძე აცხადებს, რომ პროექტის განხორციელების შედეგად ინტერნეტი გაიაფდება. "ჩვენ ვიქნებით ორიენტირებული მსხვილ ინტერნეტპროვაიდერებზე და ინტერნეტს მივაწვდით საბითუმო მომხმარებელს, სატელეკომპანუკაციო კომპანიებს. იმედი გვაქვს, რომ შემდგომ თავიანთ მომხმარებლებს გაუიაფებენ მომსახურებას და გაუზრდიიან მოცულობას იქედან გამომდინარე, რომ ამის საშუალება ექნებათ"