ბიზნესი
26/01/2021

როგორ გავყიდოთ პროდუქცია ინტერნეტით - მეწარმეებისთვის სავაჭრო პალატა უფასო ონლაინ ტრენინგებს იწყებს

საქართველოს სავაჭრო პალატა პირველი თებერვლიდან ონლაინ უფასო ტრენინგებს „ელექტრონული კომერცია - როგორ გავყიდოთ პროდუქცია ინტერნეტით“ იწყებს.

ტრენინგზე მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ მეწარმეს შეუძლია.

ტრენინგის ერთი კურსი 4 დღის განმავლობაში გრძელდება.

მეწარმეები მიიღებენ საბაზისო თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ელექტრონული კომერციის საკითხებზე, მათ შორის - რა არის ელექტრონული კომერცია და მისი უპირატესობები, ციფრული მარკეტინგი - როგორ გავხადოთ პროდუქტი გამორჩეული, ციფრული მედია და კომუნიკაცია, სოციალური ქსელები და მათი მნიშვნელობა გაყიდვებში, როგორ ავაწყოთ და ვმართოთ წარმატებული Facebook გვერდი, პროდუქციის ვიზუალური და შინაარსობრივი მხარის მნიშვნელობა, სამიზნე აუდიტორია, მომხმარებლების მოზიდვა და მათთან კომუნიკაცი, პროდუქციის მიწოდება საქართველოში და საზღვარგარეთ. ტრენინგები მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აკადემიის მხარდაჭერით ტარდება. საბაზისო კურსი წარმოადგენს შესავალს ელ. კომერციაში, ჩატარდება ონლაინ რეჟიმში და ძირითადად განკუთვნილია მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის. მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულის მეშვეობით მონაწილეები ინფორმაციას ტრენინგის თარიღის შესახებ და დასწრების ბმულს მიიღებენ რეგისტრაციისას მითითებულ ელ. ფოსტაზე. კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებისთვის გაიცემა ორენოვანი ელექტრონული სერტიფიკატი“.