ბიზნესი
10/01/2023

როდის გამოჩნდება ბაზარზე ციფრული ლარი - ეროვნული ბანკის განმარტება

ეროვნული ბანკი ციფრული ლარის პროექტის საბოლოო დოკუმენტის გამოსაქვეყნებლად ემზადება.

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას განცხადებით, დოკუმენტის საფუძველზე პოტენციურ პარტნიორებს საბოლოო შეთავაზებების გაკეთების საშუალება მიეცემათ. 

"შერჩეული გვაქვს რამდენიმე კონკრეტული მაგალითი, რა ფორმაშიც გაიტესტება ციფრული ლარი. პირველ ეტაპზე, ეს იქნება საკმაოდ შეზღუდული საპილოტე ვერსია, სადაც ციფრული ლარის ტექნიკურ მახასიათებლებს შევაფასებთ და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, გაგრძელდეს, თუ არა პროექტი. წლის პირველ ნახევარში, მალევე გამოვაქვეყნებთ დოკუმენტს და შემდეგ უკვე გამარჯვებულ პარტნიორთან ერთად ვიმსჯელებთ, რა დრო დასჭირდება ამის განხორციელებას",- განაცხადა ლეჟავამ გადაცემაში "ბიზნესი რუსთავი 2"-ზე.