ბიზნესი
21/10/2020

როდიდან ჩაერთვება სადაზღვევო ინდუსტრია COVID-ის მართვაში - გაიდლაინები სექტორს ჯერ არ მიუღია

როდიდან და რა ფორმით ჩაერთვება სადაზღვევო ინდუსტრია კოვიდ 19-ის მართვაში, ისევ უცნობია. შესაბამისი გაიდლაინები სექტორს ამ დრომდე არ მიუღია.

სადაზღვევო ასოციაციაში აცხადებენ, რომ მთავრობა ახალ პროტოკოლებზე მუშაობს. ინდუსტრიის გათვლებით, კორონავირუსის მართვაში სადაზღვევო კომპანიების ჩართვა სექტორს ხარჯებს გაუზრდის.

სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებისა და ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრა გასულ კვირას გაიმართა. შეხვედრაზე შეთანხმდენ, რომ კოვიდ 19-ის მართვაში კერძო სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები ჩაერთვებიან.