ბიზნესი
22/10/2020

"რკინიგზის ტელეკომმა" 2019 წელი ზარალით დაასრულა

საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებისთვის ინტერნეტის მომწოდებელი „რკინიგზის ტელეკომი“ ზარალის მკვეთრ ზრდაზე აცხადებს.

კომპანიამ 2019 წელი 2.65 მლნ ზარალი მიიღო, 2018 წელს კი მხოლოდ 120.4 ათასის ზარალი ფიქსირდებოდა. ზარალი ძირითადად 3.12 მილიონის ფინანსურ ხარჯს უკავშირდება.

„რკინიგზის ტელეკომს“ 2019 წელს 6.39 მლნ ლარის შემოსავალი ჰქონდა. ზრდა წლიურ ჭრილში 10.7%-ია. ძირითადი შემოსავალი 4.83 მლნ იყო არხის იჯარა. 1.30  მლნ არხის მომსახურება. საოპერაციო ზარალი კი, 1 მლნ აღემატებოდა.

„რკინიგზის ტელეკომი“ საბითუმო კლიენტებს უზრუნველყოფს სატელეკომუნიკაციო სერვისებით - ინტერნეტის მიწოდება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით, ინტერნეტის მოცულობის გადაცემა, ოპტიკურ- ბოჭკოვანი კაბელის და სხვა სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის იჯარა, კოლოკაცია. 

აღსანიშნავია, რომ "კავკასუს ონლაინისა“ და შპს "რკინიგზის ტელეკომის“  წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში "ნელგადი ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიყიდვის გამო კომუნიკაციების კომისიამ "კავკასუს ონლაინში“ სპეცმმართველი შეიყვანა. შესაბამისად, „კავკასუს ონლაინის“ შვილობილ კომპანიებში პარტნიორის უფლებამოსილება განხორციელდება  მხოლოდ სპეციალური მმართველის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

კომისიამ გასხვისებული წილის უკან დაბრუნებას ითხოვს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023