ბიზნესი
23/11/2020
რითეილ გრუპ ჯორჯია: მთავრობის გზავნილები იმედს გვიტოვებს
“რითეილ გრუპ ჯორჯიას” დირექტორი ამბობს, რომ მთავრობა ეკონომიკური რისკების დაბალანსებას ცდილობს.
"მოვისმინეთ მთავრობის პოზიცია, რომელიც ცდილობს, რომ დააბალანსოს ეკონომიკური რისკები ჯანდაცვის რისკებთან," - განაცხადა რევაზ მაღალაშვილმა.
მისივე თქმით, სექტორი სიტუაციას პასუხისმგებლობით ეკიდება.
„ჩვენ კომერციული ორგანიზაციები ვართ, ბუნებრივია, რაც ნაკლები იქნება შეზღუდვა, ჩვენთვის უკეთესია თუმცა პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ სიტუაციას. საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა, თუმცა იყო დადებითი გზავნილები, რომელიც იმედიანად გვტოვებს, რომ როგორც მინიმუმ ოპერირებას განვაგრძობთ, ოღონდ შეზღუდვების ფარგლებში,“- განაცხადა რევაზ მაღალაშვილმა.