რითეილ გრუპ ჯორჯია: გამოვიყენებთ შესაძლებლობას, მთავრობას ბიზნესის გახსნაზე ხედვას გავუზიარებთ
ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში რითეილ სექტორისა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა მედიისთვის დახურულია, თუმცა "ბიზნესპარტნიორი" შეხვედრის დაწყებამდე სექტორის წარმომადგენლებს ესაუბრა.
Retail Group Georgia-ს დამფუძნებლის რევაზ მაღალაშვილის თქმით, ბიზნესი, მთავრობას, შეზღუდვების გახსნის გადახედვას სთხოვს.
„შეხვედრა უფრო პროცედურული პროტოკოლური იქნება, თუმცა ჩვენ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას და ხედვებს გავუზიარებთ, თუ როგორც შეიძლება უკეთესად ვმართოთ პროცესი ისე, რომ ბიზნესმა მეტი შვება მიიღოს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ არ დავაზიანოთ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. ამასთან პრობლემურია კიდევ ერთი საკითხი. კერძოდ, დასაქმებული ადამიანი, რომელიც 7 საათამდე მუშაობს, ის ვერ მოახერხებს კვირის დღეებში მოსვლას, ხოლო შაბათ-კვირას, როცა უნდა მოვიდეს ჩვენ დახურულები ვხვდებით,“ - განაცხადა მაღალაშვილმა.
მისივე თქმით, საცალო გაყიდვების სექტორისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დანახარჯად დასაქმებულების ტრანსპორტირება წარმოადგენს, ამიტომ სექტორი აპირებს მთავრობას ამ თხოვნითაც მიმართავს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი შეღავათიან ფასად მიაქირავონ