ბიზნესი
04/02/2021
რიყის დოქები აუქციონზე განმეორებით გამოიტანეს
რიყის დოქები ისევ იყიდება. ხელახალი აუქციონი დღეს გამოცხადდა.
გასაყიდი ობიექტის ფასი მნიშვნელოვნად 23,75 მლნ-ით არის შემცირებული და საწყისი ღირებულება 71,25 მლნ ლარით განისაზღვრება.
ქონება პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში უნდა გასხვისდეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ უძრავი ქონების გაყიდვას ზუსტად ერთი წლის წინ ცდილობდა, 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე მისი საწყისი გასაყიდი ფასი 95 მლნ ლარი იყო, თუმცა ვაჭრობა ლოტზე არ შედგა.
აუქციონის პირობების მიხედვით პირს რომელიც „რიყის დოქებს“ შეიძნეს გარკვეული ვალდებულებები ეკისრება. ინვესტორმა მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობა და ფუნქციონირებისთვის არანაკლებ 10 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
აუქციონი 5 მარტს დასრულდება.