ბიზნესი
11/07/2022

რეცესიის მოლოდინმა ქართული კომპანიების აქციები გააიაფა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე (LSE), რეცესიის მოლოდინით შექმნილი განწყობების შესაბამისად, კოტირებები, მათ შორის ქართული კომპანიების, მცირდება.

საქართველოს ბანკის (BGEO) აქციამ ორშაბათის ვაჭრობა 1%-იანი კლებით დაწყო.  G&T-ის ინფორმაციით, BGEO-მ გასული სასესიო კვირა 13.92 ფუნტ სტერლინგით (GBP) დახურა (+4% m.m). თვის ჭრილში კი 14.2%-იანი კლება აჩვენა. სულ 262 000 აქციაა ნავაჭრი GBP 13.00 - 13.98 დიაპაზონში.

თვის განმავლობაში თიბისი ბანკის (TBC)  აქციები 15% -ით გაიაფებულია, GBP12.3 -მდე (კვირის განმავლობაში 84 000 ერთეული აქციაა ნავაჭრი). 

საინვესტიციო კომპანიის, საქართველოს კაპიტალის (CGEO) ფასიანი ქაღალდები კი თვის განმავლობაში 13%-ით გაიაფდა.

აქციების ტრენდი კვირის და თვის ჭრილში:

 

w/w

 m/m

±%

±%

BGEO

+4.04%

-14.18

CGEO

-2.18

-12.57

TBC

+0,65

-14.92

 

 

 

წყარო: G&T 

ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია, 11 ივლისის  მდგომაროებით, 1.611 მლრდ  ფუნტია, წლის  დასაწყისში  GBP 2 მლრდ-ს აღემატებოდა (01/2022- GBP 2,07 მლრდ; (- 23%)

საქართველოს ბანკის ჯგუფის კაპიტალიზაცია GBP 684. 4 მლნ-ია (01/2022- GBP 820 მლნ); თიბისის GBP 662 მლნ-მდე (01/2022 –GBP 910 მლნ); Georgia Capital-ის – 264 მლნ, წლის  დასაწყისში 339 მლნ ფუნტს შეადგენდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023