ბიზნესი
04/08/2020

რეცესიიდან აღმასვლისკენ - BAG-ის ბიზნესის კლიმატის ინდექსი პოზიტიურ ნიშნებს აჩვენებს

რეცესიიდან აღმასვლისკენ - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ბიზნესის კლიმატის ინდექსმა, „რეცესიის“ მეოთხედიდან ანუ ნეგატიური მოლოდინიდან  „აღმასვლის“ მეოთხედში, პოზიტიურში გადაინაცვლა. ეს იმას ნიშნავს რომ  ივნისის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვისას ასოციაციის წევრებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა კვლავ უარყოფითად, თუმცა მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი პოზიტიურად შეაფასეს.  

როგორია საქმიანი სამყაროს მოლოდინები, რა უშლის დღეს ხელს ბიზნესის წარმოებას და რა მოქმედებს კერძო სექტორის განწყობებზე "ბიზნესპარტნიორში" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ ისაუბრა.