ბიზნესი
28/10/2020

რესტორნებისა და სასტუმროებისგან განსხვავებით ჩვენ ჯერ ვსუნთქავთ - კავკასუს როუდ პროჯექტი

კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ ხელმძღვანელი პაატა ტრაპაიძე „ბიზნესპარტნიორთან“ ლარის ბოლო დროინდელ გაუფასურებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სხვა სფეროების მსგავსად, ეროვნული ვალუტის არასტაბილურობამ ინფრასტრუქტურის მშენებელ კომპანიებსაც არანაკლები ზიანი მოუტანა.

როგორც ტრაპაიძე აცხადებს, დღეს ქვეყანას უჭირს და მოგებაზე საუბარი ცოტა რთულია. ახლა კომპანიების ნომერ პირველი პრიორიტეტია ის, რომ წაგებაზე არ წავიდნენ.

„არჩევნების შემდეგ რა იქნება ეგ არის საკითხავი. ჩვენ კონტრაქტი გვაქვს და იმას ძალიანაც რომ მოინდომო ვერ გააძვირებ. სამუშაოების დასრულების შემდეგ ხდება დანაკარგების ხარჯზე ამის დაბალანსება. გამოსავალი არ ვიცი, სულ გაჩერებას ხომ სჯობს ასე მუშაობა? ტურისტული ბიზნესი დაღუპულია, სასტუმრო ბიზნესიც ანალოგიურად, არ არის კარგ მდგომარეობაში, რესტორნები ხომ მძემე მდგომარეობაში არიან. ამათთან შედარებით ჩვენ კიდევ ვსუნქვათ.  აქედან გამომდინარე, ლარის კურსი 3.30-ს ან 3.40-ს რომ გასცდება, მერე ვნახოთ რა იქნება,“ -აცხადებს პაატა ტრაპაიძე.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე თვეა ლარი მკვეთრად უფასურდება. 27 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი 3.2242 ლარი ღირს.