ბიზნესი
15/02/2021
რესტორნების შიდა სივრცეების გახსნაზე მსჯელობა იწყება
ეკონომიკის მინისტრი სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენლებს მიმდინარე კვირაში შეხვდება. აუდიენციის ფარგლებში ისაუბრებენ, როდის იქნება შესაძლებელი რესტორნების შიდა სივრცეების გახსნა და მათი სრულფასოვანი ფუნქციონირება.
"იმედი გვაქვს, ეს გახსნა დადებითად ჩაივლის და იმის საწინდარი იქნება, რომ შემდგომში უფრო სრულყოფილ გახსნაზე ვიფიქროთ. სარესტორნე ბიზნესი ჩართულია მუშაობაში. საუბარია განახლებულ წესებზე, რაზეც შევჯერდებით და რაც შეამზადებს რესტორნებსა და კაფეებს იმისთვის, რომ შემდგომ ეტაპზე, უახლოეს მომავალში გავხსნათ შიდა სივრცეები. რა თქმა უნდა, ამას დასჭირდება გარკვეული პერიოდი. ამ კვირაში ვუმასპინძლებ კერძო სექტორს და ვისმჯელებთ, რამდენად ვართ მზად, შიდა სივრცეების გახსნაზე სასაუბროდ",- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.