ბიზნესი
23/03/2020

რესტორნების ქსელი KFC თბილისში ადგილზე მიტანის სერვისს იწყებს

სწრაფი კვების რესტორნების ქსელმა KFC, კომპანია Wolt-თან ერთად, თბილისში საკვების ადგილზე მიტანის სერვისი აამოქმედა. ამასთან, შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პარტნიორებმა უსაფრთხოების ზომების დაცვა გაამკაცრეს, მათ შორის, ამოქმედდება შეკვეთების უკონტაქტო გადაცემის წესი.

შესაძლებელია მენიუს ყველა ძირითადი კერძის შეკვეთა. კერძების შეკვეთა შესაძლებელია Wolt-ის აპლიკაციის გამოყენებით iOS და Android მოწყობილობებისთვის, ასევე, კომპანიის ვებგვერდზე. შეკვეთის მიწოდების რადიუსი რესტორნის მისამართიდან შემკვეთის მისამართამდე 5 კმ-ს
შეადგენს. პარტნიორები შეკვეთის უმოკლეს დროში მიწოდებას უზრუნველყოფენ. შესაძლებელია KFC-ის მენიუში არსებული ყველა ძირითადი კერძისა და ბოთლებში ჩამოსხმული სასმისების შეკვეთა, გამონაკლისია ჩამოსახმელი წვენები, სალათები, მილკშეიკი, ნაყინი და დესერტი ნაყინით.

Wolt-ის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია შეკვეთის უკონტაქტო გადაცემის ფუნქციით სარგებლობა უნაღდო ანგარიშსწორებისას. შეკვეთის ღირებულება რესტორნამდე არსებულ მანძილზეა დამოკიდებული. საწყისი ფასი 2.5 ლარს შეადგენს. ადგილზე შეკვეთის მიტანა დილის 09:00 საათიდან ღამის 3:00 საათამდეა შესაძლებელი.

KFC-იმ გაამკაცრა სურსათის უვნებლობის მკაცრი სტანდარტებისა და პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა თანამშრომლებისათვის;  გაიზარდა ხელების დაბანისა და მათი ანტიბაქტერიული საშუალებებით დამუშავების სიხშირე.
ამასთან, KFC ყოველდღიურად აკონტროლებს თანამშრომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობას ტემპერატურის გაკონტროლების ჩათვლით. რამდენადაც საკარანტინო ზომების გამო საქართველოში კვების ობიექტებში სტუმრობა შეზღუდულია, KFC-ის რესტორნების კერძების შეკვეთა შესაძლებელია როგორც წასაღებად, ასევე ადგილზე მიტანით.

Businesspartner