ბიზნესი
05/02/2021

რესტორნები 6 თებერვალს თვითნებურად აღარ გაიხსნება

რესტორნები შაბათს თვითნებურად მუშაობის განახლებას აღარ აპირებენ. მიზეზი მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომელიც რეგულაციების ნაწილობრივ შემსუბუქებას გულისხმობს.

“გუშინდელი გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ მიიღო ეს ყინულის გალღობა და წინ გადადგმული ნაბიჯია. როგორც იცით, შაბათს დაანონსებული გვქონდა აქცია. სურვილი გვქონდა, რომ მიგვეღო სტუმრები და მოვმსახურებოდით მათ რეგულაციების დაცვით, თუმცა, ეს აქცია შაბათს აღარ ჩატარდება”,- აღნიშნა ბურჯანაძემ.

აღნიშნა რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ.