ბიზნესი
12/11/2020

რესტორატორთა ასოციაცია: სტუმარ-მასპინძლობის სექტორს საგადასახადო წნეხი უნდა შეუმცირდეს

რესტორატორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებას საგადასახადო წნეხი უნდა შეუმცირდეს. კოტე გაბრიჩიძის განმარტებით, სარესტორნო ბიზნესი პრაქტიკულად განადგურებულია.

„დღე არ გადის, რომ 5-6 რესტორანი არ დაიხუროს. უმუშევრობა ამ სექტორში დღითიდღე მატულობს. გადაუხდელია საბანკო გადასახადები. ბანკები ხელების გადაგრეხვით ცდილობენ ჩვენგან თანხების ამოღებას. ამის გარდა საგადასახადო მიმართულებითაც არაერთი პრობლემის წინაშე დგას სექტორი. არ მესმის, წამგებიანმა და გაბანკნოტებულმა კომპანიამ დღგ როგორ უნდა გადაიხადოს", - განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერ მინისტრმა ბიზნესის მხარდაჭერის მეოთხე ფაზის დაწყება დაანონსა.

Businesspartner