ბიზნესი
18/02/2021

რესტორატორთა ასოციაცია: პრემიერთან მიღწეული მოლაპარაკების შედეგები საფრთხის წინაშეა

ვეძებთ არხებს იმ გადაწყვეტილების აღსრულებისთვის, რომელზეც საბოლოოდ პრემიერთან შევჯერდით, - ამის შესახებ განცხადება შოთა ბურჯანაძემ პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ გააკეთა.

„მოლაპარაკებებს რომელიც ამ პერიოდში მიმდინარეობდა საფრთხე შეექმნა. მართალია ვეძებთ არხებს ეს რისკები, რომ შევამციროთ თუმცა პრობლემები არსებობს. დღევანდელ ვითარებაში პროცესების დროში გაწელვა დაუშვებელია. ენით აღუწერელი ზარალი გველის თუკი რაიმე არ მოვიმოქმედეთ,“ - ამბობს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე.

რესტორატორები ამტკიცებენ, რომ ბიზნესის გახსნის შესახებ მოლაპარაკებები მიღწეული იყო.

გაერთიანების განმარტებით, დარჩენილი იყო პროცედურული საკითხები, რომელიც სწორედ პრემიერ-მინისტრის ჩართულობით უნდა მოგვარებულიყო.

 

 

 

Businesspartner